ვინც თეთრ ცხენზე ამხედებულ წარსულს მისტირის 5-ს შემოხაზავს, გარდამტეხი ცვლილებების მსურველები 2-ს - უგულავა

გამოქვეყნდა:

"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის და ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატის, გიგი უგულავას განცხადებით, ვისაც ჭაობში დარჩენა სურს არჩევნებზე 41-ს შემოხაზავს, ვინც თეთრ ცხენზე ამხედრებულ წარსულს მისტირის 5-ს, ხოლო ვისაც გარდამტეხი ცვლილებები უნდა 2-ს. ამ თემაზე მან ზუგდიდში, რუხის ციხეში ამომრჩეველთან შეხვედრის დროს ისაუბრა.

ივანიშვილთან ერთად საქართველოში დასრულდება ერთპიროვნული და ერთპარტიული მართვა, აღარ შეიძლება, რომ ქვეყანა ერთ კაცზე და მის ხუშტურებზე ეკიდოს. საქართველოში ძალაუფლების ჩაბღაუჭებული მეგატრონების ეპოქა დასრულდება და ყველა ვინც ამას წინ აღუდგება საკუთარი ოცნების ნამსხვრევებში აღმოჩნდება.  ვისაც ივანიშვილის ჭაობის შენარჩუნება სურს ის 41-ს შემოხაზავს, ვინც თეთრ ცხენზე ამხედებულ წარსულს მისტირის ის 5-ს, ხოლო ვისაც გარდამტეხი ცვლილებები სურს აღარ უნდა არც ჭაობი და არც წარსული, ვისაც ევროპული კოალიცია და მომავლისკენ იყურება შემოხაზავს 2-ს ევროპულ საქართველოს, - თქვა გიგი უგულავამ.

უგულავას თქმით, სააკაშვილს შანსი ექნებოდა მისი რეგიონული ცნობადობიდან გამომდინარე ქვეყნისთვის სარგებელი მოეტოანა, "თუმცა მისი დაუნდობელი ლტოვლა ერთპარტიული და ერთპიროვნული ძალაუფლებისკენ მის ამ შანსს სამწუხაროდ ანოლებს".

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი