"მე მიცავს ქუჩაში გამოსული ხალხი, ამიტომ, ასე არ ვფიქრობ. ვფიქრობ, რომ დღეს მმართველი პარტია არის იზოლირებული და უფრო იზოლირებული გახდება. ახლა ყველასთვის მნიშვნელოვანია სტაბილური გარდამავალი პერიოდი ახალი არჩევნებისთვის და იმედი მაქვს, ისინი [ქართული ოცნება] ამას შეეგუებიან. ახალი არჩევნები ქართულ ოცნებას ძალაუფლებისგან სრულად არ გააძევებს, ის დარჩება იმდენად, რამდენ მანდატსაც მათ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები მისცემს."
- ასე უპასუხა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა BBC-ის ჟურნალისტის კითხვას, გრძნობს თუ არა თავს უსაფრთხოდ და ფიქრობს თუ არა, რომ ის, შესაძლოა, დააპატიმრონ.