საქართველოს ევროპული კურსიდან გადახვევა ეროვნული ღალატის ტოლფასია | სპორტის ჟურნალისტები არალეგიტიმური ხელისუფლების რუსულ გადაწყვეტილებას ემიჯნებიან

გამოქვეყნდა:

ქართული სპორტული მედიის წარმომადგენლები არალეგიტიმური ხელისუფლების ანტიევროპულ გადაწყვეტილებებს ემიჯნებიან და აცხადებენ, რომ საქართველოს ევროპული კურსიდან  გადახვევა ეროვნული ღალატის ტოლფასია. სპორტული ჟურნალისტები განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ, რომელშიც სოლიდარობას უცხადებენ საპროტესტო აქციების დროს დაშავებულ მედიის წარმომადგენლებს.

"ქართული სპორტული მედიის წარმომადგენლები ვგმობთ ბოლო დღეებში საპოლიციო ძალების მხრიდან საპროტესტო აქციაზე მშვიდობიანი მოქალაქეების დარბევას და იმ სასტიკ მეთოდებს, რომელსაც ისინი მომიტინგეების მიმართ იყენებდნენ. ამასთან, კატეგორიულად მიუღებელია ჩვენს კოლეგებზე თავდასხმა მათი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს. აქციების დროს დაშავებული მედიის ყველა წარმომადგენელს ვუცხადებთ სოლიდარობას და ვუსურვებთ გამძლეობას..

ჩვენთვის ორმაგად რთულია იმ სპორტსმენების სიჩუმე ამ ურთულეს პერიოდში, ვის წარმატებასა და მიღწევებს ჩვენ ყველა ჯერზე სიამაყით ვაშუქებთ. ჩვენი მთავარი სათქმელი არის ის, რომ საქართველოს გადახვევა ევროპული კურსიდან ეროვნული ღალატის ტოლფასია, სპორტული ჟურნალისტები მხარს ვუჭერთ ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალს და ვემიჯნებით არალეგიტიმური ხელისუფლების უკანონო გადაწყვეტილებებს!" - ნათქვამია განცხადებაში.

განცხადებას ხელს აწერენ:

  • დავით ერაძე

    ირაკლი იმედაძე
  • გიორგი დარჯანია
  • თინათინ ცეცხლაძე
  • ტატო ნიკურაძე
  • ეკა ელოშვილი
  • ია სართანია
  • ნიკა ბაიდაური
  • სალომე ბალახაშვილი
  • მერაბ ყუფარაძე
  • ნიკა ტაბატაძე
  • გიორგი კაკაბაძე
  • ბესი ჩიბურდანიძე
  • გიგა ჯიჯავაძე
  • სანდრო ცნობილაძე
  • დათო მანჯავიძე
  • გუგა როგავა
  • გიორგი ფულარიანი
  • სანდრო ბრაგვაძე
  • სალო საგინაშვილი
  • ირაკლი ფოფხაძე
  • საბა საპანაძე
მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი