"მთავრობა დაუყოვნებლივ უნდა გადადგეს და ახალი არჩევნები დაინიშნოს. საქართველო ევროპაა" | ელენე ხოშტარია

გამოქვეყნდა:

"მთავრობა დაუყოვნებლივ უნდა გადადგეს და ახალი არჩევნები დაინიშნოს. საქართველო ევროპაა", - ამის შესახებ "კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი, ელენე ხოშტარია X-ზე წერს.

"რუსული ოცნების რეჟიმს კარი ეხურება და სწრაფად იკეტება. 200 000-მდე ადამიანი თბილისის ქუჩებში, ქართველი დიპლომატების ფართოდ გავრცელებული სამოქალაქო დაუმორჩილებლობა, სპორტსმენების, რელიგიური ლიდერების, მეხანძრეების... დროა, ბიძინა ივანიშვილი წავიდეს და ეს მშვიდობიანად გააკეთოს. მთავრობა დაუყოვნებლივ უნდა გადადგეს და ახალი, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები დაინიშნოს. საქართველო ევროპაა და ესაა, სადაც მივდივართ. ერთად, როგორც ერთი ხალხი", - დაწერა ელენე ხოშტარიამ X-ზე.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი