საქართველოს უახლესი ისტორიის ყველაზე მძიმე - სოხუმის დაცემის დღეს, ქვეყნის მთავარსარდალი გმირთა მემორიალთან არ მივიდა.
დილიდან პოლიტიკოსები, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები, დიპლომატები და უბრალო მოქალაქეები ქვეყნის ერთიანობისთვის დაღუპულ გმირებს მიაგებენ პატივს, თუმცა მათ შორის არ არის სალომე ზურაბიშვილი. ქვეყნის პრეზიდენტი დღეს მხოლოდ Facebook პოსტით შემოიფარგლა:
გავიგოთ რომელ დღეს აღნიშნავს რუსეთი სოხუმის დაცემის დღეს და დამერწმუნეთ, სალომე ზურაბიშვილი იმავე დღეს გაჩნდება გმირთა მემორიალთან - ამბობს სამოქალაქო აქტივისტი ნოდარ რუხაძე.
ანტისაოკუპაციო მოძრაობის აქტიური წევრები, ახალგაზრდები, რომლებიც გავრილოვის ღამის შემდეგ მთელი ზაფხული პარლამენტის წინ იდგნენ და ოკუპაციას აპროტესტებდნენ, ამბობენ, რომ სალომე ზურაბიშვილი არ მიდის ისეთ ადგილებში, სადაც მოუწევს იმის აღიარება, რომ რუსეთი ოკუპანტია.