"საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ბოლო რგოლი იყო ხელისუფლების უზურპაციის წრედის შეკვრაში და ასეც მოხდა" | ნიკა გვარამია

გამოქვეყნდა:

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ბოლო რგოლი იყო ხელისუფლების უზურპაციის წრედის შეკვრაში და ასეც მოხდა, - ამის შესახებ "კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში წერს.

"საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ბოლო რგოლი იყო ხელისუფლების უზურპაციის წრედის შეკვრაში და ასეც მოხდა. 
წარმოებაში არმიღების (როგორც აღმოჩნდა, 1 კვირის წინანდელი) განჩინებით, სასამართლომ გვითხრა, რომ საქართველოში არჩევნების განხორციელების (ანუ ნორმების რეალიზაციის) კონსტიტუციასთან შესაბამისობის შემოწმების ინსტიტუტი უბრალოდ თეორიულადაც არ არსებობს და მისი კომპეტენცია მხოლოდ არჩევნების მომწესრიგებელი ნორმის შემოწმებაა, ისიც 15თვიანი ხანდაზმულობის ფარგლებში. 
ამით საკონსტიტუციო სასამართლო გვეუბნება, რომ სახელმწიფოს მთავარი კონსტიტუციური პროცესის - არჩევნების თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს თბილისის სააპელაციო სასამართლო. 

მთავარი: შეუძლებელია, არჩევნების კონსტიტუციურობის დამდგენი ინსტიტუტი ქვეყანაში არ არსებობდეს. მას შემდეგ, რას საკონსტიტუციო სასამართლო ღიად ჩაერთო ქვეყანაში ხელისუფლების უზურპაციის პროცესში, ერთადერთი, ვისაც შეუძლია ეს გააკეთოს, საქართველოს პრეზიდენტია, როგორც სახელმწიფოს მეთაური (სამართლებრივად) და ხელისუფლების ერთადერთი ლეგიტიმური წყარო (ფაქტობრივად)", - წერს ნიკა გვარამია.

მთავარი 10:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი