უკრაინის მიერ დასანქცირებული კახა კალაძე კიევში ძვირადღირებულ უძრავ ქონებას ფლობს. 1997 წელს კალაძემ კიევში გამარჯვების გამზირზე #39-ში, 150 000 აშშ დოლარად, 220 კვ.მ ფართობის ბინა შეიძინა. 2005 წელს კი, შევჩენკოს გამზირზე #11-ში მდებარე, 250 კვ.მ ფართობის ბინა 700 000 აშშ დოლარად იყიდა.
2024 წლის 31 იანვარს ჩაბარებული დეკლარაციის თანახმად ორივე ბინის 100%-ს სწორედ კახა კალაძე ფლობს.
კალაძე უკრაინაში მიწასაც ფლობდა, თუმცა 2019 წელს თბილისის მერმა 3000 კვ.მ ფართობის მიწა 2 მილიონ აშშ დოლარად გაყიდა.
იხილეთ ასევე