რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, EU-ში არსებობს ის კვალიფიციური უმრავლესობა, რომელიც ვიზალიბერალიზაციის შეჩერებას სჭირდება | ჯაფარიძე

გამოქვეყნდა:

"ჰოლანდია არ არის ერთადერთ სახელმწიფო რომელიც უვიზო რეჟიმის დაყენებას აპირებს.  რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, ის კვალიფიციური უმრავლესობა, რომელიც სავიზო ლიბერალიზაციის შეჩერებას სჭირდება, ევროპის კავშირში არსებობს" - განაცხადა "ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის ერთ -ერთმა ლიდერმა გია ჯაფარიძემ არჩევნებში გამარჯვებული პოლიტიკური პარტიების ერთობლივ ბრიფინგზე.

მისი თქმით, თუ ევროკავშირმა ეს გადაწყვეტილება მართლაც მიიღო და საქართველოს უვიზო რეჟიმი შეუჩერა, ეს მთლიანად იქნება "ქართული ოცნების" პასუხისმგებლობა.

შეგახსენებთ, მომიტინგეებისა და ჟურნალისტების მიმართ ძალადობისა და პოლიტიკოსების დაკავების გამო, ნიდერლანდების საგარეო საქმეთა სამინისტრო ევროკავშირს საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის შეჩერებისკენ მოუწოდებს.

 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი