არ შევუქმნით ბიძინა ივანიშვილს უმრავლესობას - 6 მთავარი ოპოზიციური პარტიის შეთანხმება

გამოქვეყნდა:

არც ერთ შემთხვევაში ჩვენი პარტია არ შეუქმნის სამთავრობო უმრავლესობას ივანიშვილს და ქართულ ოცნებას - ამ პირობას გადაცემა "მთავრი აქცენტების" სტუდიაში ხელი პარტიის ლიდერებმა მოაწერეს.

დაფაზე 6 პარტიის - "ენმ", "ევროპული საქართველო", "ლეიბორისტები", "გირჩი", "ლელო", "სტრატეგია აღმაშენებელი" - წარმომადგენლების ხელმოწერაა დაფიქსირებული.

"ლელოს" წევრმა ფიქრია ჩიხრაძემ აღნიშნა, რომ ივანიშვილთან ერთად, მისი პარტია არც მიხეილ სააკაშვილს შეუქმნის უმრავლესობას და დაფაზე დაწერილ პირობაში საკუთარი შენიშვნა შეიტანა.

მიხეილ სააკაშვილის კანდიდატურას პრემიერმინისტრობის თანამდებობაზე რომ მხარს არ დაუჭერენ, კიდევ ერთხელ აღნიშნა "ევროპული საქართველოდან" სერგი კაპანაძემ, თუმცა - ხელი მოაწერა. 

მთავარი 09:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი