"მე როგორც ავსტრიული კომპანიის წარმომადგენელი საქართველოში, ევროინტეგრაცია რომ ჩვენი გენეტიკური ნაწილია ამაზე არ ვილაპარაკებ, მაგრამ ის რაზეც გული გვისკდება არის ის, რომ დღესდღეობით საქართველოში რაც ხდება, ყველაფერი ხდება არაევროპული. არის ერთპარტიული მმართველობა, სასამართლოში დიდი პრობლემებია, ქუჩაში დემონსტრაციები საშინელი ბრუტალური წესით ირბევა, ბანდფორმირებები დარბიან ქუჩაში, ყველაფერი არის არანორმალური.
პირველი, რაც ხისტად უნდა გაკეთდეს არის ამ დარბევების შეჩერება და პატიმრების გამოშვება და ეს აუცილებლად სწრაფად უნდა გაკეთდეს, შემდგომ უნდა გადავიდეთ დეესკალაციისა და გრძელვადიანი კომპრომისების მოძიების პროცესზე. იმისთვის, რათა ჩვენ ამ პროცესში არ ჩავიჩეხოთ აუცილებელია კომპრომისული ნაბიჯები გადადგას ფაქტიურმა ხელისუფალმა, რათა შესაძლებელი გახდეს იმ მომავლის მიღწევა, რომელიც ჩვენ ჩვენი შვილებისა და შვილიშვილებისთვის გვინდა"
განაცხადა GPI ჰოლდინგის გენერალურმა დირექტორმა პაატა ლომაძემ BMG tv-ის გადაცემა "ბიზნესის კვირეულში".