"დღეს ძალიან დიდი გახლეჩა საზოგადოებას შორის. აქციაზე ძალიან დიდი მუხტია. ეს არის თავისუფალი საზოგადოება. ვისაც არ ესმის და ვერ ხედავს, ის ძალიან შორს არის რეალობისგან. იქ უნდა იყოს ადამიანი, რომ მიხვდეს და იგრძნოს იქ რა ხდება. რაც არ უნდა ჩაიხშოს ეს მუხტი, არსად არ წავა, ამის გაჩერება არის შეუძლებელი ისე როგორც ჟურნალისტების, ასევე ამ ხალხის. ამის შეჩერება არაფორმალური დაჯგუფებების მიერ ხდება, რასაც ჩვენი პოლიცია სამწუხაროდ წინ ვერ აღუდგა. პირველ რიგში რაც არის გასაკეთებელი, იდენტიფიცირება იქნება ამ ხალხის დასჯა და არა ახალგაზრდების, რომლებმაც შეიძლება ფეხი მიარტყა რომელიმე ბარიერს. ეს არის ყველაზე პირველი ამოცანა.
რაც შეეხება მომავალს, ორი გზა არის. ან მივალთ სამოქალაქო დაპირისპირებამდე, სისხლის ღვრამდე ან ამის განმუხტვის ერთადერთი ცივილური ფორმა არის არჩევნები. სხვა ცივილური ფორმა ამისი არ არსებობს. თუმცა, ამას მომზადება სჭირდება. საბოლოო ჯამში, საზოგადოებისთვის შედეგი რაც იქნება, უნდა იყოს აღიარებული მიუხედავად იმისა, რა შედეგი დადგება"
განაცხადა კომპანია BDO-ს მმართველმა პარტნიორმა, ზურაბ ლალაზაშვილმა BMG tv-ის გადაცემა "ბიზნესის კვირეულში".