ბოლნისის ადგილობრივი მაცხოვრებლები "ქართული ოცნებისა" დ მისი მაჟორიტარი დეპუტატის პოლიტიკას აპროტესტებენ. აქციისას ადგილობრივები სკანდირებდნენ "მიშა, მიშა". 

ბოლნისელები ფიქრობენ, რომ ბოლნისის საკრებულოს წევრი ლუგარ ისაევი "ოცნებიდან" გუშინდელი დაპირისპირების სათავეში დგას. 

შეგახსენებთ, ბოლნისის სოფელ ნახიდორში "ქართული ოცნების" 50-მდე მხარდამჭერი თავს დაესხა "გაერთიანებული ოპოზიციის" აქტივისტებს და მათ ფიზიკურად გაუსწორდა. დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს.

დღეს კი, დაზარალებულების ოჯახის წევრები ითხოვენ, რომ "ოცნების" დეპუტატმა ისაევმა რეგიონი დატოვოს. 

"მთავარი არხის" ინფორმაციით, დღის განმავლობაში, თბილისიდან ბოლნისში 60-მდე მანქანით ბოლნისელების მხარდამჭერებიც ჩავლენ და იქ მორგი აქცია გაიმართება. 

აქვე შეგახსენებთ, ისაევია ის პირი ვინც, "მთავარი არხის" ჟურნალისტს ემუქრებოდა.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი