ოპოზიციას არ აქვს მოლოდინი, რომ მათზე მიტანილ ძალადობრივ ქმედებებს წინასაარჩევნოდ, ხელისუფლება გამოიძიებს

გამოქვეყნდა:

დაუსჯელობის სინდრომი ოპოზიციაზე სისტემური თავდასხმების მთავარი მიზეზი გახდა - ოპოზიციაში ამბობენ, რომ მათ უფრო მეტის მოლოდინი აქვთ, რადგან "ოცნება" ძალაუფლების შენარჩუნებაზეა ორიენტირებული, თუმცა მათივე თქმით, ხელისუფლებას არაფერი გამოუვა, იმის მიუხედავად, რომ ხელისუფლების აქტივისტების ძალადობრივ მოქმედებებზე არც საგამოძიებო უწყებები რეაგირებენ.
 

  • "ბიძინა ივანიშვილი მთლიანად კრიმინალებს ეყრდნობა" - ამბობს თინა ბოკუჩავა.
  •  "არჩევნების დასრულებამდე არაფერი იქნება გამოძიებული, ჩვენი ამოცანაა კანონის შერჩევითი მისადაგება აღარ განმეორდეს" - ამბობს სერგი კაპანაძე.
  • "ჩაფლავდა ბოლომდე გახარია და ყველა, ამიტომ ისინი ტოტალური დაშინების რეჟმზე გადავიდნენ" - ამბობს გიორგი ვაშაძე "მთავართან" საუბარში. 
  • "ყველაფერს უნდა ველოდოთ, ყველაფერზე წამსვლელები არიან" - ზურაბ გირჩი ჯაფარიძე.

ამ დრომდე არავინ დასჯილა წინაასარჩევნო პერიოდში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებზე, ან მათ მხარდამჭერებზე თავდასხმისთვის, რაც პოლიტიკოსების აზრით, ოლიგარქის გავლენების შედეგია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი