CNN-ის ინფორმაციით, სირიის ყოფილი პრემიერი ძალაუფლების მეამბოხე ძალებისთვის გადაცემას დათანხმდა. სირიის მეამბოხე ჯგუფის, ჰაიათ თაჰრირ ალ-შამის ლიდერი, აბუ მოჰამად ალ-ჯოლანი ყოფილ პრემიერს, მუჰამად ღაზი ალ-ჯალალს ძალაუფლების გადაცემის საკითხის განსახილველად შეხვდა. შეხვედრა დამასკოში გაიმართა და მას ჰაიათ თაჰრირ ალ-შამისთან დაკავშირებული ხსნის მთავრობის პრემიერ-მინისტრი, მუჰამედ ალ-ბაშირიც ეწსრებოდა.
ნოემბრის ბოლოს სირიაში ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის მოწინააღმდეგე შეიარაღებული ჯგუფები გააქტიურდნენ. მათ რამდენიმე დიდი ქალაქი დაიკავეს. კვირას, 8 დეკემბერს ღამით, აჯანყებულებმა განაცხადეს, რომ სირიის დედაქალაქი დამასკო მათი კონტროლის ქვეშ იყო. ასადი ქვეყნიდან გაიქცა და რუსეთში თავშესაფარი მიიღო. აჯანყებულთა ლიდერები არჩევნების გზით, ახალი მთავრობის ჩამოყალიბების პირობას დებენ.
იხილეთ ასევე: