სირიის დროებითი მთავრობის მეთაურად მოჰამედ ალ-ბაშირი დაინიშნა. ალ-ბაშირი სირიის პრემიერმინისტრის მოვალეობას 2025 წლის 1-ელ მარტამდე შეასრულებს.
ალ-ბაშირი მართავდა აჯანყებულთა "გადარჩენის მთავრობას", სანამ ბაშარ ასადის რეჟიმი დაეცემოდა და დე ფაქტო მთავრობად მიიჩნეოდა.
მანამდე, ცნობილი გახდა, რომ ასადის რეჟიმს გაქცეულმა სირიელებმა სამშობლოში დაბრუნება დაიწყეს.
შეგახსენებთ, რომ ბაშარ ასადის რეჟიმი 24-წლიანი მმართელობის შემდეგ, 8 დეკემბერს დაემხო.