
საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ ერთი, 32-ე პაციენტი გარდაიცვალა. ინფორმაცია ამის შესახებ StopCov-ს ვებგვერდზე განახლდა.
გარდაცვლილის შესახებ დამატებითი დეტალები ჯერ უცნობია.
შეგახსენებთ, რომ დღეს, 28 სექტემბერს საქართველოში კორონავირუსით ამ პაციენტის გარდა კიდევ 3 პაციენტი გარდაცვალა, მათგან ორი ბათუმში, ხოლო 1 თბილისში მკურნალობდა. სამივე პაციენტს ვირუსის გარდა მწვავე თანმხლები დაავადებები ჰქონდათ.
გასულ 24 საათში საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევები რეკორდულად - 298-ით გაიზარდა. ამასთან, გამოჯანმრთელდა 148 ადამიანი. ინფიცირებულებიდან ყველაზე მეტი, 175 ადამიანი, ისევ აჭარიდანაა.
ბოლო მონაცემებით საქართველოში:
შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს გამოვლინდა
ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 33 მილიონს გადააჭარბა, მათგან გამოჯანმრთელდა თითქმის 25 მილიონი ადამიანი და გარდაიცვალა 1 მილიონი.