ქართული ოცნების პოლიტიკური რეპრესიების ახალი ტალღა. მმართველმა პარტიამ ამჯერად მიზანში ამოიღო ბაგა ბაღების და საჯარო სკოლების ის თანამშრომლები, რომლებიც ივანიშვილს და მის "ქართულ ოცნებას" მხარს არ უჭერენ.

პედაგოგებს ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე ათავისუფლებენ სამსახურიდან და უმუშევრობისთვის სწირავენ.

პირველები კი შავ სიაში ისინი არიან, ვინც საკუთრ და ქვეყნის პრობლემებზე მედიასთან და კონკრეტულად "მთავარ არხთან" გაბედეს საუბარი.

პარალელურად ჩვენ მოვიპოვეთ მიმოწერა რომელიც ადასტურებს, რომ ბაღებისა და სკოლების ადმინისტრაცია აქტიურად მონაწილეობს ქართული ოცნების წინასაარჩევნო კამპანიის ორგანიზებაში. 

აღსანიშნავია, რომ  IPSO-ის ბოლო კვლევის თანახმად, მოსახლების 65 %  ფიქრობს, რომ პირველ რიგში მთავრობამ დასაქმების პრობლემა უნდა გადაჭრას. 

IPSOS-მა კვლევა 10-18 სექტემბრის პერიოდში ჩაატარა. საქართველოს მასშტაბით სულ 1500 რესპონდენტი გამოიკითხა, ცდომილების ფარგლები კი +-2,5%-ია.

კანონით გათვალისწინებული ინფორმაცია გამოქვეყნებულია ჩვენს ვებსაიტზე mtavari.tv, სექტორში "არჩევნები 2020".

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი