წინასაარჩევნო კამპანია დაუსჯელი ძალადობით

გამოქვეყნდა:

ბოლნისი უკვე რამდენიმე დღეა დაპირისპირების ეპიცენტრად იქცა, ოპოზციისა და მათი მხარდამჭერებისთვის ქვების სროლა კი ყველდღიურობად. დღეს თავდამსხმელებმა მიზანში ომის ვეტერანთა მანქანები ამოიღეს.

ქვები "ტოიტა ქამრის" მანქანიდან ისროლეს. ვეტერანები ბოლნისში, სოფელ ნახიდურში მომხდარი დაპირისპირების შედეგად დაშავებულთა მხარდასაჭერად ჩავიდნენ, ქვა კი უკანა გზაზე, თბილისში დაბრუნებისას ესროლეს. ისინი ფიქრობენ, რომ ეს თავდასხმაც "ქართული ოცნების" მიერ წახალისებული მხადამჭერების მოწყობილი იყო. ოპოზიციის შეფასებით გამოძიებას ძალიან მარტივად შეუძლია დაადგინოს ვინ იყო მსროლელი, თუმცა ამის მოლოდინი არ აქვთ.

ესენი კი გუშინდელი დაპირისპრიების შედეგად დაშავებული ადგილობრივები არიან. მათ ფიზიკურად ბოლნისის სოფელ ნახიდურში, ერთ-ერთ ჩაიხანაში გაუსწორდნენ. თვვითმხილველების თქმით  მმართველი გუნდის დეპუტატ გოგი მეშველიანის ძმა რამდენიმე პირთან ერთად ჩაიხანაში შეიჭრა და ,,ნაციონალური მოძრაობის'' აქტივისტები სცემეს. სოფელში ყვებიან, რომ თავდამსხმელებმა დაშინების მიზნით გაისროლეს კიდეც.

ფიზიკურ ძალადობას ერთ-ერთი მსხვერპლი, არიფ იუსუფოვი ირწმუნება, რომ მასზე "ქართული ოცნების" დეპუტატის გოგი მეშველიანის ძმამ იძალადა. არიფ იუსუფოვს, რომ ფიზიკურად გაუსწორდნენ ამის თვითმხილველია ჩაიხანის მეპატრონე. ისმაილ ისმაილოვის თქმით იუსუფოვი ჩაიხანაში იმყოფებოდა, როდესაც რამდენიმე მანქანით მივიდნენ "ქართული ოცნების" წარმომადგენლები და მასზე ფიზიკურად იძალადეს.

დაპირისპირების სულ სხვა ვერსიას ყვება თავად გოგი მეშველიანი. "ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატი და დეპუტატობის კანდიდატი ძალადობაში ოპოზიციას ადანაშაულებს. ამბობს, რომ მათი მხარდამჭრები არიან დაშავებული. დეპუტატის თქმით პროვოკაცია "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერების პროვოცირებული იყო. მისი ძმა და ,,ქართული ოცნების''აქტივისტები კი ჩაიხანაში ვითარების განსამუხტად მივიდნენ. 

დაპირპსირებაში მოსახლეობა "ქართული ოცნების" ადგილობრივ დეპუტატსაც ადანაშაულებს. მათი თქმით სწორედ ბოლნისის საკრებულოს თავმჯდომარემ ვუგარ ისაევმა მოიყვანა მოძალადეები, რომლებიც ფიზიკურად გაუსწორდნენ "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერებს და აქტივისტებს. მოსახლეობა ითხოვს ისაევმა სოფელი დატოვოს. 

გვიან ღამით ინციდენტი მოხდა დმანისშიც. სოფელ ქვეშეთში ოპოზიციის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის კახა ოქრიაშვილის საარჩევნო პლაკატები ჩამოხიეს. ძალადობრვი ფაქტებს ისიც ხელისუფლების მხრიდან მოწყობილ პროვოკაციებს უკავშირებს.

ქვები გუშინ ოპოზიციის მაჟორიტარი დეპუტატების კანდადატს ნიკა მელიასაც ესროლესს. იგი გლდანულაში მოსახლეობას ხვდებოდა, სადაც ბავშვებიც იმყოფებდნენ. ქვები და კვერცხები ერთ-ერთი კორპუსის მაღალი სართულიდან ისროლეს. იქ მცხოვრებლები დარმწუნებული არიან, რომ ამას ადგილკობრივი არ გააკეთებდა და ეს პროვოკაციის მიზნით სპეციალურად მოსულმა, სავარადუდოდ სამმა პიროვნებამ ჩაიდანა. მათი აზრით ამის უკნა მმართველი გუნდი დგას. 

ინცინდნეტი, რომ ხელისუფელების მხარდამჭერების პროვოცირებული იყო, ეჭვი არ ეპარება ნიკა მელიას, თუმცა გამოძიების და დამნაშავეების დასჯის იმედი არ აქვს. ნიკა მელიას კონკურენტი "ქართული ოცნებიდან" ირმწუნება, რომ მომხდარის შესახებ არ სმენია და ეეჭვება, რომ მსგავსი ფაქტი საერთოდ მოხდა. ლევან კობიაში პროვოკაციებში ოპოზიციას ადანაშაულებს.

გლდანულაში მომხდარ ფაქტზე გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო, თუცა ვინ ისრლოლა ქვები და კვერცხები, გამოძიებას ჯერ არ ჰყავს იდენტიფიცირებული. სხეულის მსუქბუი დაზიანებით და სხვისი ნივთის დაზინებით აღიძრა საქმე დღეს ბოლნისში მომხდარ ფაქტზე. გუშინდელ ინციდნეტეზე ჯგუფური ძალადობის მუხლით, თუმცა დაკავებული არავინ არის. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი