ფიზიკური თავდასხმა ქართული ოცნების წინასაარჩევნო კამპანიის კიდევ ერთი მთავარი იარაღია - ცემა, ქვების სროლა, დაშინება, შანტაჟი, დარბევა - ეს რეგიონებში ოპოზიციის ცხოვრების ყოველდღიურობაა.
ოცნების ლიდერები კი ამ ფონზე, თავად ოპოზიციას ადანაშულებენ საკუთრ თავზე თავდასხმაში.
პარალელურად ირკვევა, რომ ივანიშვილის კლანი კიდევ უფრო ბინძური თვდასხმისთვის ემზადება და სუსის საცავებში უკვე გამზადებულია ფარული ჩანაწერები.
არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები აკვირდებიან ყველა ინციდენტს და მათი მოთხოვნაა დაუყონებლივი რეაგირება იყოს საგამოძიებო უწყებებებიდან. NGO-ები არა მხოლოდ ძალადობრივ ქეცვაზე, არამედ დაშინებასა და პირადი ცხოვრების კადრებით დაშანტაჟებაზე საუბრობენ.