ხელისუფელბამ საკრედიტო ვალდებულებები ყველას დაბადებამდე დააკისრა

გამოქვეყნდა:

ხელისუფელბამ ეკონომიკის არასწორი მართვით საკრედიტო ვალდებულებები ყველას დაბადებამდე დააკისრა. 

ქართული ოცნების მმართველობის პირობებში ეროვნული ვალუტა 2-ჯერ გაუფასურდა, საგარეო ვალიც  2-ჯერ გაიზარდა.  8 წლის განმავლობაში  საგარეო ვალი 20 მილიარდი ლარით გაიზარდა თუმცა ეკონომიკა გაუმჯობესების ნაცვლად კრიზისშია  და მილიარდობით ვალის გადახდა თითოეულ მოქალაქეს აწევს ტვირთად.

ექსპერტები ვარაუდობენ რომ თუ ეკონომიკური პოლიტიკა არ შეიცვლება,  სახელმწიფო დამატებით ვალის აღებას  ვეღარ შეძლებს და კოლაფსი გარდაუვალი იქნება, რადგან ამას ემატება გაუარესებული ლარის კურსიც, რომელიც  ბოლო ექვსი თვის განმავლობაში ეროვნულმა ბანკის 450 მილიონი ინტერენციის მიუხედავად დაღმასვლაშია. 

ექსპერტები მთელ პასუხიმგებლობას ხელისუფლებას აკისრებენ და ვარაუდობენ, რომ ხელისუფლება წინასაარჩევნოდ ხელოვნურად ცდილობს ინფლაციის შეჩერებას, არჩევნების შემდეგ კი, ქვეყანაში ბევრად უფრო მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა იქნება. 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი