გურჯაანის ღვინის ქარხანასთან ავტომანქანების  რამდენიმეკილომეტრიანი რიგია.   გლეხებს ყურძნის ჩასაბარებლად ლოდინი 24 საათზე მეტხანს უწევთ. ღამეებს ათენებენ, თუმცა, მთავარი პრობლემა მაინც ყურძნის დაბალ ფასს უკავშირდება.

ოცნების ხელისუფლებაში ყოფნიდან 8 წლის შემდეგ დოლარი 1.65 ლარის ნაცვლად 3 ლარი და 35 თეთრია, ყურძნის ფასი კი  80 თეთრი. გურჯაანში ამბობენ, რომ მთავრობა ფასის მომატებასთან დაკავშირებით გაცემულ დანაპირებს არ ასრულებს. დღევანდელი  ღირებულება კი ვენახის დამუშავებაზე გაწეულ ხარჯს  ვერ  უნაზღაურებთ.

ყურძნის დაბალი ფასი გააპროტესტეს ყვარელშიც. სოფელ ჭიკაანში ადგილობრივები ამბობენ, რომ მათ უმრავლესობას ვენახის მოსაყვანად საბანკო ვალდებულება აქვს აღებული, რის გასტუმრებასაც წელს დადებული ფასით ვეღარ შეძლებენ.

ბიძინა ივანიშვილმა მოსახლეობა გადააგდო - ასეთია ოპოზიციის შეფასება, რომლებიც ოლიგარქის 2012 წელს გაცემულ დაპირებას იხსენებენ. „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარობის კანდიდატის შეფასებით, ხელისუფლება გლეხებს დაცინის, როდესაც მათ შრომას მიზერულ ფასს ადებს .

რატომ არის რიგები ღვინის ქარხნებთან და რატომ ვერ ყიდის გლეხი სასურველ ფასად მოსავალს - მთავრობაში პრობლემას ვერ ხედავენ და ამბობენ, რომ  მოსავლის დაბინავება კახეთის ყველა მუნიციპალიტეტში წარმატებით მიმდინარეობს.

ავტორები: ია გულიაშვილი, ნინო ღვედაშვილი

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი