მარნეულში "ევროპული საქართველოს" აქტივისტი ტირის თოფით დაჭრეს

გამოქვეყნდა:

ცოტა ხნის წინ მარნეულში, სოფელ სადახლოში "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთ აქტივისტს სვარაუდოდ, ტირის თოფიდან ესროლეს და დაჭრეს. ევროპული საქართველოს გარდაბნისა და მარნეულის მაჟორიტარი კანდიდატის, აჰმედ იმამკულიევის თქმით, შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც პარტიის აქტივისტი სოფელში საარჩევნო ბანერს აკრავდა. 

დაზარალებული ფეხში დაიჭრა და სამედიცინო დახმარება დასჭირდა. 

ერთი ტყვია აქვს მოხვედრილი, შეიძლება რამდენჯერმე ესროლეს, მაგრამ ფეხში ერთი ტყვია მოხვდა. ჩვენ ვიყავით საავადმყოფოში. ქართული ოცნება ბედავს, რომ მოსახლეობა კიდევ დააზიანოს და ამათ დაუსჯელობის სინდრომი აქვთ, - თქვა აჰმედ იმამკულიევმა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი