NBA-ს კალათბურთელი ნარკოტიკების შენახვისთვის დააპატიმრეს

გამოქვეყნდა:

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის გუნდის "მინესოტა თიმბერვულვზის" ერთერთი წამყვანი მოთამაშე მალიკ ბიზლი,  ნარკოტიკების შენახვისთვის მინეაპოლისის გარეუბანში დააპატიმრეს.

THE ATHLETIC-ის ინფორმაციით,  23 წლის ამერიკელ კალათბურთელს, ასევე ედავებოდნენ იარაღის შენახვას. ასევე ცნობილია, რომ ბიზლის დაკავებამდე პოლიციაში არაერთხელ შევიდა საჩივარი მისი სახლიდან გამოსული ხმაურის გამო. მიუხედავად ამისა, როგორც ბოლო ინფორმაციით გახდა ცნობილი, ის ციხიდან გაათავისუფლეს ისე, რომ ბრალი არ წარუდგენიათ მისთვის.

მალიკ ბიზლიმ სტუდენტური კარიერა ფლორიდა სთეითის უნივერსიტეტში გაატარა, შემდეგ 2016 წლის NBA-ს დრაფტზე პირველ რაუნდში,  რიგით მეცხრამეტე  ნომრად ის დენვერ ნაგეთსმა აიყვანა.

კარიერის პიკზე კი, სწორედ ახლა იმყოფება "მინესოტა ტიმბერვუვზის" შემადგენლობაში. ის გასულ სეზონში საშუალოდ 20 ქულაზე მეტს აგროვებდა.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი