ლიეტუვამ კობახიძესა და კიდევ 16 პირს სანქციები დაუწესა

გამოქვეყნდა:

ლიეტუვამ არალეგიტიმურ პრემიერმინისტრ ირაკლი კობახიძესა და კიდევ 16 პირს სანქციები დაუწესა.

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრის, კესტუტის ბუდრისის თქმით, ლიეტუვა ქართველი ხალხისა და მათ ევროპული ოცნების გვერდით დგას.

"ესტონეთთან კოორდინაციით, ჩვენ გავაფართოვეთ სანქცირებული ქართველი პოლიტიკოსების სია კიდევ 17 პირის დამატებით, მათ შორისაა პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე.

ჩვენ არ შევეგუებით მშვიდობიანი მომიტინგეების, ჟურნალისტების და ოპოზიციის მიმართ ძალადობას და ჩაგვრას.

დროა ერთობლივად, ევროკავშირის დონეზე მოქმედებისთვის!" - წერს მინისტრი.

დღეს, 15 დეკემბერს ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მარგუს ცაჰკნამ X-ზე დაწერა, რომ არალეგიტიმური მთავრობის კიდევ 14 წევრს, მათ შორის ირაკლი კობახიძეს, სანქციები დაუწესეს.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი