ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოს ელჩი დაიბარა

გამოქვეყნდა:

ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოს ელჩი ესტონეთში, ზურაბ ხამაშურიძე დაიბარა ქართველი ხალხის, ოპოზიციის ლიდერების და ჟურნალისტების წინააღმდეგ მიმართულ ძალადობაზე დისკუსიისთვის და ესტონეთის შესახებ „ოცნების“ მტრული განცხადების შესახებ სასაუბროდ – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

ცაჰკნას განმარტებით ელჩი საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ ძალადობის განსახილველად და ესტონეთის შესახებ "ქართული ოცნების" განცხადების გამო დაიბარეს.

"დღეს, ჩვენ გამოვიძახეთ საქართველოს ელჩი, რათა განგვეხილა ძალადობა საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ და საქართველოს მმართველი პარტიის განცხადება ესტონეთის შესახებ", - წერს ცაჰკნა. 

შეგახსენებთ, რომ  15 დეკემბერს ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მარგუს ცაჰკნამ X-ზე დაწერა, რომ არალეგიტიმური მთავრობის კიდევ 14 წევრს, მათ შორის ირაკლი კობახიძეს, სანქციები დაუწესეს. თბილისის მერმა, კახა კალაძემ ესტონეთის მიერ სანქციების დაწესებაზე, განაცხადა, რომ "არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს".

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი