მე-9 მოწვევის პარლამენტი მუშაობას ასრულებს.
პირველი, რაც ყველას მე 9 მოწვევის პარლამენტის საქმიანობის შესახებ ახსენდება გავრილოვის ვიზიტია, რომელმაც პარლამენტის თავმჯდომარის ისტორიული სავარძელი დაიკავა და რასაც ქვეყანაში უმწვავესი პროტესტი მოჰყვა.
დაპირება საარჩევნო სისტემის შეცვლაზე - მმართველი პარტიის მიერ გადაგდებული საქართველოს მოსახლეობა და რამდენიმე თვიანი პროტესტის და საერთაშორისო პარტნიორების ჩარევის შემდეგ, მიღებული საკონსტიტუციო ცვლილებები
ყველაზე მორჩილი პარლამენტი - ასეთია ოპოზიციის შეფასება მე9- მოწვევის პარლამენტზე. მათი თქმით, ყველა კანონი რომელიც 2016-2020 წლებში მიიღეს, მორგებული იყო ივანიშვილზე და გადაწყვეტილებებსაც იღებდნენ არა საკანონდებლო ორგანოში, არამედ შუშის სასახლეში.
რაც შეეხება პროპორციულ სისტემას- ოპოზიციის შეფასებით ის მოდელი, რითიც წელს არჩევნები ჩატარდება არა ხელისუფლების, არამედ საერთაშორისო პარტნიორების, სამოქალაქო აქტივისტების, ძლიერი პროტესტისა და ოპოზიციის დამსახურებაა.
გავრილოვის ვიზიტს კი ოპოზიციონერი დეპუტატები - ქვეყნის ისტორიის სამარცხვინო ლაქას უწოდებენ.
მმართველ პარტიაში ტრადიციულად ოპოზიციას აკრიტიკებენ და ამბობენ, რომ სწორედ "ქართული ოცნების დამსახურებაა საკონსტიტუციო ცვლილებებიც და ნახევრად პროპორციულ სისტემაზე გადავლაც. მათი შეფასებით, ოპოზიციას საკანონმდებლო ორგანოში მთელი 4 წელიწადი არაფერი გაუკეთებია და მხოლოდ ქვეყნისთვის დამაზაიანებელი განცხადებებით იყო დაკავებული. საკუთარი მუშაობით კი მმართველი გუნდი -კმაყოფილია.
"ქართული ოცნება" 2016 წელს მე-9 მოწვევის პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობით შევიდა, თუმცა წლების განმავლობაში სხვადასხვა საკითხებზე შეუთანხმებლობის გამო და მათ შორის ყველაზე გამორჩეული მოსამართლეების არჩევა იყო, "ოცნებამ" საკონსტიტიციო უმრავლესობა დაკარგა და მუშაობას ახლა უბრალო უმრავლესობით ასრულებს.
მე-9 მოწვევის პარლამენტი ბოლო სხდომას ხვალ გამართავს.