ძალადობა, ზეწოლა-მუქარა, ამომრჩევლის მოსყიდვა და თავდასხმა "მთავარი არხის" ჟურნალისტზე -ISFED-ის შუალედური ანგარიში

გამოქვეყნდა:

ფიზიკური ძალადობის, ზეწოლა-მუქარის, ამომრჩეველთა მოსყიდვის და სააგიტაციო მასალების დაზიანების სავარაუდო ფაქტები - სამართლიანმა არჩევნებმა მე-4 შუალედური ანგარიში წარადგინა, რომელიც 6 სექტემბრიდან 28 სექტემბრის ჩათვლით პერიოდს მოიცავს. ანგარიშში მოხვდა "მთავარი არხის" ჟურნალისტზე, ჯეიჰუნ მუჰამედალიზე თავდასხმის ფაქტი:

სავარაუდოდ, პოლიტიკური ნიშნით ფიზიკური ძალადობის - 7; სავარაუდოდ, პოლიტიკური ნიშნით განხორციელებული ზეწოლა/მუქარის - 24; ამომრჩეველთა სავარაუდო მოსყიდვის - 8; სავარაუდოდ, პოლიტიკური ნიშნით სამსახურიდან გათავისუფლების - 1; ადმინისტრაციული რესურსის სავარაუდო გამოყენების - 13;  არაუფლებამისილი პირების საარჩევნო კაპმანიაში მონაწილეობის - 8; სააგიტაციო მასალების დაზიანების შემთხვევები ოცამდე მუნიციპალიტეტსა და თბილისის რაიონებში-  ნათქვამია წინასაარჩევნო გარემოს მონიტორინგის შუალედურ ანგარიშში.

ოპოზიციაში ამბობენ, რომ "ქართული ოცნება" არჩევნების მოახლოებასთან ერთად ზეწოლას გააძლიერებს და მოსალოდნელია, რომ "საქმეში" მათი ე.წ. ზონდერებიც ჩაერევიან. ოპონენტები ხელისუფლებას ძალადობის შეწყვეტისკენ და სამართლიანი კამპანიის ჩატარებისკენ მოუწოდებენ.

"სამართლიანი არჩევნები" კი 31 ოქტომბრამდე კიდევ გეგმავს წინასაარჩევნო მონიტორინგის ანგარიშის წარდგენას

ISFED-ის შუალედური ანგარიში ვრცლად

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი