ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი რომან გოცირიძე საბანკო სისტემაში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება. რომან გოცირიძის თქმით, დეპოზიტების საერთო მოცულობა რვა დღეში 1,7 მილიარდი ლარით შემცირდა, რასაც ის ანომალიურ მოვლენად ასახელებს და განმარტებას ეროვნული ბანკისგან ითხოვს.
"ანომალიური რაღაც ხდება ჩვენს საბანკო სისტემაში. 5 დეკემბერს დეპოზიტების საერთო მოცულობა იყო 57,9 მილიარდი ლარი, ხოლო 17 დეკემბერს გახდა 56,2 მილიარდი ლარი. რვა დღეში 1,7 მილიარდი ლარით შემცირდა. სად წავიდა ეს ფული დაუყოვნებლივ უნდა ახსნას ეროვნულმა ბანკმა და მთავრობამ. ხომ არ დაიწყო დეპოზიტების გადინება, ხომ არ გააქვთ უცხოელებს ფული, რომლებიც მილიარდობით ლარის ეკვივალენტ თანხას ინახავენ საქართველოს საბანკო სისტემაში?" - წერს რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში.