გორის მუნიციპალიტეტის სოფელ შავშვებში სასწავლო პროცესი შეწყდა-ინფიცირებულია 2 მოსწავლე

გამოქვეყნდა:

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ შავშვების საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი შეწყდა.

მიზეზი ამავე სკოლის ორი მოსწავლის კოვიდინფიცირებაა. სასწავლო დაწესებულებაში მედიკოსები უკვე მუშაობენ და მიმდინარეობს ეპიდემიოლოგიური კვლევა. "მთავარი არხის" ინფორმაციით, კორონავირუსის წყარო მოსწავლეების ინფიცირებული ოჯახის წევრები არიან. 

შეგახსენებთ, რომ ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 314 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 270 ადამიანი, გარდაიცვალა 2 პაციენტი. ახალი შემთხვევებიდან ყველაზე მეტი - 225 აჭარიდანაა, 7 კი შიდა ქართლიდან.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი