ნატო-ს გენერალური მდივანი რუსეთს საქართველოს ოკუპირებული რეგიონებიდან ჯარების გაყვანისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა და საქართველოს პრემიერმინისტრთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე, კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ალიანსი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს მხარს უჭერს:
ნატო მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს მის საყოველთაოდ აღიარებულ საზღვრებში. მოვუწოდებთ რუსეთს, შეწყვიტოს აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ რეგიონების აღიარება და გაიყვანოს საკუთარი ჯარი“- თქვა სტოლტენბერგმა.
მისივე თქმით, ნატო მიესალმება საქართველოს მიღწეულ პროგრესს და ამბობს, რომ ახლა "უფრო მეტი ნატოა საქართველოში და საქართველოც უფრო მეტად არის წარმოდგენილი ნატო-ში"
ვხედავთ საქართველო და ნატო კიდევ უფრო მჭიდროდ თანამშრომლობენ, ვიდრე ადრე და როგორც ვახსენეთ, უფრო მეტი ნატოა საქართველოში და საქართველოც უფრო მეტად არის წარმოდგენილი ნატო-ში - ამბობს სტოლტენბერგი და აღნიშნავს, რომ შეხვედრის დროს აქცენტი გაკეთდა, საუბარი შავ ზღვაზე, საზღვაი პოტენციალის განვითარებაზე
აქცენტი გავაკეთეთ შავი ზღვის რეგიონზე, საზღვაო პოტენციალის განვითარებაზე, საზღვაო ძალების გაძლიერებაზე, ნატო-ს და გაერთიანებული სამეფოს მხრიდან მხარდაჭერაზე და ასევე, სასაზღვრო ძალების გაძლიერებაზე. ასევე ვაღიარებთ და შეხვედრისას ვახსენეთ, რომ სტრატეგიულად მნიშვნელოვანია შავი ზღვის რეგიონი საქართველოსთვის, ნატო-სთვის და ნატო-ს მოკავშირეებისთვის. ამიტომ, მივესალმებით ყველაფერს, რასაც ერთად გავაკეთებთ ამ მიმართულებით - ამბობს სტოლტენბერგი.
მან საპარლამენტო არჩევნების მაღალი სტანდარტებით ჩატარების აუცილებლობასაც გაუსვა ხაზი.
„იმედი გვაქვს, რომ საქართველოში არჩევნები უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტების დაცვით ჩატარდება. ეს მნიშვნელოვანია ნატოსთვის და საქართველოსთვის,“- აღნიშნა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა.
შავი ზღვის უსაფრთხოების მნიშვნელობაზე და ამ სფეროში საქართველოს როლზე საუბრობს გიორგი გახარიაც:
ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია საქართველოს ფუნქციის, ახალი როლის წარმოჩენა შავი ზღვის უსაფრთხოების სფეროში. ეს არის ჩვენი შესაძლებლობების ფანჯარა იმისთვის, რომ ნატო-სთან გავაღრმავოთ ურთიერთობა- ამბობს გახარია
საქართველოს პრემიერმინისტრმა მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებზეც ისაუბრა და ბრიუსელის ტრიბუნიდან პირობა დადო, რომ არჩევნები იქნება სამართლიანი და გამჭვირვალე
საქართველო ადასტურებს, რომ ყველაფერს გააკეთებს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩასატარებლად. ეს იქნება კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი ქვეყნის კონსოლიდაციისკენ და შემდგომი ნაბიჯები იქნება ნატოსთან ურთიერთობის გაღრმავება პოლიტიკურ განზომილებაში“ - ამბობს გახარია
საქართველოს პრემიერმინისტრი და ნატოს გენერალური მდივანი ერთმანეთს დღეს, ბრიუსელში შეხვდნენ.