მომავალ პარლამენტში ოპოზიციის ადგილი არ არის- იონათამიშვილი

გამოქვეყნდა:

"ოცნების" დეპუტატი რატი იონათამიშვილი ფიქრობს, რომ მომდევნო პარლამენტში ოპოზიციის ადგილი არ არის. განცხადება მან დღევანდელ საპარლამენტო სესიაზე გააკეთა, სადაც "ოცნებამ" 4 წლიანი მუშაობის შედეგები შეაჯამა და გამოსვლების ძირითადი დრო ოპოზიციის ლანძღვას დაუთმო.

იონათამიშვილის აზრით, ოპოზიცია "ვირტუალურ სამყაროში" ცხოვრობს და ამომრჩეველი მას რეალობაში 31 ოქტომბერს დააბრუნებს:

სიმბოლურია რომ ამ დარბაზში, როდესაც დამამათავრებელი სესიაა ნაციონალური მოძრაობის და ევროპული საქართველოს სკამები არის ცარიელი, სიმბოლურად განასახიერებს იმას, რომ მომდევნო პარლამენტში მათი ადგილი აღარ იქნება.

ეს ადამიანები ცხოვრობენ ვირტუალურ სამყაროში, ამათ არ შეუცვლიათ თავის ბუნება და ზნე ჩვეულებები, მაგრამ ქართველი ამომრჩეველი მათ დააბრუნებს 31 დღეში სინამდვილეში და ეს სინამდვილე მათთვის იქნება მძიმე და პოლიტიკაში მათი ადგილი აღარ იქნება" ამბობს იონათამიშვილი

დღევანდელ სხდომას "ნაციონალური მოძრაობისა" და "ევროპული საქართველოს" წევრები ბოიკოტის გამო არ ესწრებოდნენ.

ოპოზიციის ლანძღვას და საკუთარი თანაპარტიელებისთვის მადლობების გადახდას დაუთმო დრო მამუკა მდინარაძემაც.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი