"ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერი მამუკა მდინარაძე თანაგუნდელებს მადლობას უხდის და მე-9 მოწვევის პარლამენტის მუშაობის შედეგებს აჯამებს. მდინარაძემ დღეს სიტყვით გამოსვლისას თქვა, რომ 4 წლის მანძილზე, მისმა პარტიამ ქვეყნისთვის სასარგებლო კანონები მიიღო. მდინარაძეს დღეს არც ოპოზიციის კრიტიკა დავიწყებია, თუმცა მხოლოდ 2 პარტიას- "ენმ"-სა და "ევროპულ საქართველოს" შეეხო და "პატრიოტთა ალიანსი" არ გახსენებია:
მადლობა უმრავლესობის თითოეულ წევრს გუნდურობისთვის, მეგობრობისთვის, უამრავი პოზიტიური და ქვეყნისთვის საჭირო კანონის შექმნისთვის.
მადლობა ჩვენს სამაგალითო ოპოზიციას, ნაციონალურ მოძრობას და ევროპულ საქარველოს, რომელთა მაგალითზე კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ ბოროტება ვერასდროს გაიმარჯვებს სიკეთეზე, როგორი არ უნდა იყოს ოპოზიცია, ამისი მაგალითი გახლავან ისინი, რომ ტყუილს მოკლე ფეხები აქვს, რომ სიცრუით ამ ქვეყანაში გამარჯვებას ვეღარასდროს მოიპოვებ" ამბობს მდინარაძე.
მისი კრიტიკა "ენმ"-სა და "ევროპული საქართველოს" წევრებს არ მოუსმენიათ. ოპოზიცია ბოიკოტის რეჟიმშია და მე-9 მოწვევის პარლამენტში მოღვაწეობა "ქართულმა ოცნებამ" ფაქტობრივად ცარიელ დარბაზში დაასრულა.