გერმანიაში, ქალაქ მაგდებურგის საშობაო ბაზრობაზე მანქანის შევარდნის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 4-მდე გაიზარდა

გამოქვეყნდა:

საერთაშორისო გამოცემა BBC-ი გერმანულ საზოგადოებრივ მაუწყებელ, ARD-ზე დაყრდნობით წერს, რომ გერმანიაში, ქალაქ მაგდებურგის საშობაო ბაზრობაზე მომხდარი ინციდენტის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ოთხამდე გაიზარდა. ასევე, შემთხვევის შედეგად დაშავებულია 200-ზე მეტი ადამიანი. 

შეგახსენებთ, რომ გუშინ, ქალაქ მაგდებურგის საშობაო ბაზრობაზე მანქანა ხალხში შევარდა. მანქანის მძღოლი იდენტიფიცირებულია, როგორც საუდის არაბეთის მოქალაქე, რომელმაც მანქანა თავდასხმამდე ცოტა ხნით ადრე იქირავა. მანქანის მძღოლი შემთხვევიდან მალევე პოლიციამ დააკავა.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი