ვარდების რევოლუციის მემკვიდრე გუნდი დგას აქ - გიგი უგულავა

გამოქვეყნდა:

"ევროპული საქართველოს" სიის ოცეულის წარდგენას, პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა და მაჟოროტარობის კანდიდატმა გიგი უგულავამ ქვეყანაში ცვლილებების აუცილებლობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ ყველაფერს სჭირდება გუნდი, რომელიც არის "ვარდების რევოლუციის" მემკვიდრე:

ყველა რეფორმას სჭირდება გუნდი, იმ ცვლილებებზე რომელზეც ჩვენ ვლაპარაკობთ, სჭირდება გუნდი, გამოცდილება და ცოდნა და ვარდების რევოლუციის მემკვიდრე გუნდი დგას აქ. ეს არის გუნდი, რომელმაც შეძლო დაემარცხებინა კორუფცია და ეს უაზრო და უსისხლძარღვო ბიუროკრატია- ამბობს უგულავა.

"ევროპულმა საქართველომ" დღეს საარჩევნო სიის შემადგენლობა დაასახელა, თუმცა ისევ უცნობია ვინ იქნება პარტიის პრემიერმინისტრობის კანდიდატი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი