PACE-ის პრეზიდენტი თეოდოროს რუსოპულოსი, არალეგიტიმური პრემიერის, ირაკლი კობახიძის დღევანდელ მუქარას ეხმაურება, რომელიც მან პრეზიდენტ, სალომე ზურაბიშვილის მიმართ გააჟღერა.
PACE-ის პრეზიდენტი ამბობს, რომ მსგავსი განცხადებები მიუღებელია და დემოკრატიის პრინციპებს ეწინააღმდეგება.
"მინდა შევახსენო ირაკლი კობახიძეს, რომ მისი ქვეყანა არის ევროპული საბჭოს წევრი. პირდაპირი მუქარა, რომელიც მან დღეს გამოთქვა სალომე ზურაბიშვილის მიმართ, ჩასვას ციხეში, როცა მისი უფლებამოსილების ვადა ამოიწურება - 29 დეკემბერს, მიუღებელია და ეწინააღმდეგება დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის პრინციპებს. მოვუწოდებ კობახიძეს, გაიწვიოს ეს განცხადება და შეუერთდეს ევროპის საბჭოს პრინციპებს, რომლებსაც პატივი უნდა სცეს", - წერს რუსოპულოსი.
დღეს, არალეგიტიმური პრემიერი, ირაკლი კობახიძე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს დაემუქრა. მან ბრიფინგის დროს თქვა: "ვნახოთ, სად გააგრძელებს [სალომე ზურაბიშვილი] ცხოვრებას, გისოსებს მიღმა თუ გისოსებს გარეთ".