დაჯგუფება ნინოწმინდაში - ყარაბაღში, საბრძოლველად წასვლის მსურველები სტადიონზე შეიკრიბნენ

გამოქვეყნდა:

ნინოწმინდაში, სომხეთ-საქართველოს საზღვართან, ადგილობრივ მოსახლეობას, საქართველოს მოქალაქეებს, ყარაბაღში წასვლისა და საომარ მოქმედებებში ჩართვის სურვილი აქვთ. ისინი გუშინ, ნინოწმინდის სტადიონზეც შეიკრიბნენ, სადაც ერთგვარი რეგისტრაცია გაიარეს და საკუთარი მოსაზრებები დააფიქსირეს. 

ადგილობრივები ამბობენ, რომ გუშინ მათ ერევანის მიმართულებით საბურავებით დატვირთული მანქანაც გაგზავნეს, რომელიც მესაზღვრეებმა არ გაატარეს.

თუმცა როგორც ადგილობრივები ამბობენ, საქართველოს საზღვარი გადაკვეთა სატვირთოებმა, სადაც ჰუმანიტარული ტვირთი იყო. ინფორმაციას დილიდან არ ადასტურებს შსს.

საქართველოს კანონმდებლობით, საქართველოს მოქალაქეებისთვის უცხო ქვეყნის საომარ მოქმედებებში ჩართვა აკრძალული და სისხლის სამართლის დანაშაულია, თუმცა ნინოწმინდელებისთვის არავის განუმარტავს, რა შეიძლება მოჰყვეს მათ ქმედებას. ადგილზე არც ცენტრალური ხელისუფლებიდან ჩასულ ვინმე და არც ადგილობრივი. 

"მთავარი" დღეს ნინოწმინდის მერიაში მივიდა, თუმცა მერიც და მისი მოადგილეებიც სამუშაო საათებში "ქართული ოცნების" საარჩევნო შტაბში იყვნენ წასულები, რაც ასევე კანონდარღვევაა.

პოლიცია კი ტრადიციულად კომენტარს არ აკეთებს.

ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებები 27 სექტემბერს განახლდა. 

ბოლო მონაცემები

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი