ხელახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის მოთხოვნას სულ უფრო მეტი მხარდამჭერი ჰყავს დასავლელ ლიდერებში. ევროპელი და ამერიკელი პოლიტიკოსები გაცილებით მკაფიოდ და ცალსახად აყალიბებენ პოზიციას და საკუთარ განცხადებებში პირდაპირ ლაპარაკობენ საქართველოში ჩატარებული არჩევნების არალეგიტიმურობასა და ახალი არჩევნების აუცილებლობაზე.
დღეს, საქართველოს პრეზიდენტის მოთხოვნას ღიად დაუჭირა მხარი პოლონეთის პრეზიდენტმა. ეუთო/ოდირისა და IRI-ის დასკვნების შემდეგ პოლონეთთან ერთად ჩეხეთის, ლატვიის, ევროკავშირის და შეერთებული შტატების პოლიტიკური ლიდერები ღიად ამბობენ, რომ სწორედ ახალი არჩევნებია საქართველოში შექმნილი კრიზისიდან ერთადერთი გამოსავალი.
უფრო ვრცლად ნახეთ თათია წოწონავას სიუჟეტში.