ყაზახეთში ავიაკატასტროფას, წინასწარი ინფორმაციით, 25 ადამიანი გადაურჩა | სამაშველო სამუშაოები გრძელდება

გამოქვეყნდა:

ყაზახეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს წინასწარი ინფორმაციით, აზერბაიჯანის ავიახაზების კუთვნილი თვითმფრინავის ჩამოვარდნის დროს 25 ადამიანი გადარჩა.

გავრცელებული ინფორმაციით, გადარჩენილი მოქალაქეებიდან 22 კლინიკაში გადაიყვანეს.

სულ ბორტზე 67 ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის ეკიპაჟის 5 წევრი.

სამგზავრო თვითმფრინავი ბაქოდან გროზნოში მიფრინავდა, მაგრამ გროზნოში ნისლის გამო მარშრუტი შეიცვალა. ადგილზე სამაშველო სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს - მობილიზებულია ტექნიკაც.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი