აზერბაიჯანის ავიახაზებმა ბაქოდან გროზნოსა და მაჰაჩყალას მიმართულებით ფრენები შეაჩერა. არსებული ინფორმაციით, ავიარეისები თვითმფრინავის ჩამოვარდნის მიზეზების გამოძიების დასრულებამდე არ შესრულდება.
შეგახსენებთ, აზერბაიჯანის ავიახაზების კუთვნილი თვითმფრინავი ყაზახეთში დღეს დილით ჩამოვარდა. ბორტზე 67 ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის ეკიპაჟის 5 წევრი. ავიაკატასტროფას 32 ადამიანი გადაურჩა. დაშავებულთა ნაწილის მდგომარეობა მძიმეა. ისინი რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფებიან.