აშშ-ის მოქმედ პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და დემოკრატიული პარტიის ოფიციალურ საპრეზიდენტო კანდიდატ ჯო ბაიდენს შორის, პირველი დებატები, არჩევნებამდე ხუთი კვირით ადრე, დღეს გაიმართება.
დებატებს პირდაპირ ეთერში ამერიკის წამყვანი მაუწყებლობები გადასცემენ. კანდიდატებს თითო საკითხზე 15-15 წუთი დაეთმობათ; ისინი COVID-19-ზე, უზენაეს სასამართლოზე, რასიზმსა და ძალადობაზე, ასევე ეკონომიკაზე და არჩევნებში შესაძლო ჩარევაზე იდებატებენ.
დებატების მიმდინარეობისას დაცული იქნება COVID-19-ის საწინააღმდეგო უსაფრთხოების ზომები;
პრეზიდენტობის კანდიდატები ერთმანეთს, როგორც ეს ტრადიციულად ხდება ხოლმე, ხელს არ ჩამოართმევენ და სოციალური დისტანციის დაცვით იდებატებენ. დებატებზე დამსწრეები, რომელთა რაოდენობა შეზღუდული იქნება, კორონა ვირუსზე ტესტირებას გაივილიან.
შეგახსენებთ, აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნები 3 ნოემბერსაა ჩანიშნული. დონალდ ტრამპი და აშშ-ს ყოფილი ვიცე პრეზიდენტი ჯო ბაიდენი მთავარი მეტოქეები არიან.