"კატასტროფული სოციალური წნეხი აშკარა ხდება" | მეშახტეების და "აგარის შაქრის" საკითხს გახარიას პარტია ეხმაურება

გამოქვეყნდა:

პარტია გახარია საქართველოსთვის განცხადებით, ქვეყანაში მიმდინარე მწვავე პოლიტიკური კრიზისის ფონზე უკვე სოციალური კრიზისებიც გამოიკვეთა. პარტიის შეფასებით, სახელმწიფო ინსტიტუტებისა და წესრიგის მოშლა სწორედ ყველაზე მოწყვლად ჯგუფებზე აისახება.

"ქვეყანაში მიმდინარე მწვავე პოლიტიკური კრიზისის ფონზე უკვე აშკარად იკვეთება თანმდევი სოციალური კრიზისები ბევრი მიმართულებით. ამის მაგალითია ტყიბულში,  ათეულობით თანამშრომლის პოლიტიკური ნიშნით სამსახურიდან განთავისუფლება, რაც კონკრეტულ ადამიანებსა და მათ ოჯახებს მძიმე სოციალური რისკების ქვეშ აყენებს.  ასევე, მასობრივად გაიფიცნენ "აგარის შაქრის" თანამშრომლები კუთვნილი ანაზღაურების მოთხოვნით.

სამწუხაროდ, სახელმწიფო ინსტიტუტებისა და წესრიგის მოშლა სწორედ ყველაზე მოწყვლად ჯგუფებზე აისახება. როდესაც პარტიული, კორუფციული ბიზნესინტერესები არ ექვემდებარება საჯარო თუ სახელმწიფო ანგარიშვალდებულების პრინციპს, კატასტროფული სოციალური წნეხი აშკარა ხდება.

სრულ სოლიდარობას ვუცხადებთ მეშახტეებსა და "აგარის ქარხნის" თანამშრომლებს, ვემხრობით საჯარო მოსამსახურეების დამოუკიდებელი პროფკავშირების შექმნას და მზაობას ვაცხადებთ ერთიანი სამართლებრივი თუ პოლიტიკური ბერკეტების შემუშავებისთვის ამ კრიტიკულ ვითარებებში საჯარო ინტერესის და თითოეული თანამშრომლის ღირსებისა და სოციალური დაცვის უზრუნველსაყოფად." - ნათქვამია პარტიის განცხადებაში.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი