"ქართული ოცნების" ძალადობრივი წინასაარჩევნო კამპანია - მარენულის ინციდენტი

გამოქვეყნდა:

თავდასხმა, ცემა, დარბევა, ქვების სროლა, შანტაჟი და მუქარა "ქართული ოცნებისთვის" წინასაარჩვენო კამპანიის მთავარ იარაღად იქცა. დაპირისპირების ეპიცენტრი დღეს მარნეული იყო.  იმ დროს როცა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრები საოლქო საარჩევნო კომისიის წინ აქციას მართავდნენ, მათ თავს "ქართული ოცნების" აქტივისტები დაესხნენ.  ქციის მიზეზი საოლქო კომისიის დაკომპექტება გახდა მას შემდეგ, რაც  წევრებად ხელისფლებამ მისთვის სასრუველი პირები შეიყვანა. დაპირისპირებაში მონაწილობდა მარნეულში საკრებულოს  თავმჯდომარეც.

მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარე, ამირან გიორგაძე "მთავარი არხის" გადამღებ ჯგუფსადც დაუპირისპირდა. საჯარო მოხელე სიტყვიერ შეურაცხყოფაზე მას შემდეგ გადავიდა, რაც ჟურნალისტის კითხვამ გააღიზიანა. 

დაპირსპირება ქვემო ქართლში უვკე ორი დღეა გრძელდება. დამტვრეულია ოპოზიციის მხარდამჭერთა მანქანები, არიან ნაცემები და დაშავებულები, თმცა არც დაკავბეული ამდრომდე არავინ არის.  იდენტიფიცირებული არ არის არც პირი, რომელმაც "ევროპული საქართველოს" ერთერთ აქტივისტს, ტირის თოფიდან ესროლა.

ემუქრებიან ამომრჩეველსაც, ვინც ხმას მმართველ პარტიას არ მისცემს ან სოციალურ დახმარებას დაკრგავს, ან სამსახურს. რეგიონებში შერჩევითია ინფრასტრუქტურული დახმარებაც, ვინც მმართველი გუნდის ამომრცვეელი არ არის მათ ქუჩაზე არც გზას აგებენ და არც წყლის სისტემას არემონტებენ. დაშინებული მოსახლეობა ხშირად საკუთარ გასაჭირზე ხმამაღლა ლაპარაკს ვერ ბედავს და ვერც ოპოზიიციის შეხვედრებს ესწრება.

ოპონენტებზე ფიზიკური თავდასხმები, ამომრჩევლის მოსყიდვა და დაშინება, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება, მუქარა - ასე აფასებენ წინასაარჩვენო გარემოს ორგანიზაცია "სამართლიან არჩვევნები". ორგანიზაცია მოუწოდებს შესაბამის ორგანოებს რომ ყველა ფაქტი გამოიძიონ და დამნაშავეები დაისაჯონ.

ოპოზიციაში ამბობენ რომ ოპონენტებზე თავდასხმა "ქართული ოცნების" ხელწერაა, ამორჩველის დაშიენბით და ზეწოლით მმართველი პარტია გავლენის უკანანსკნელ ბერკეტებს ეჭიდება და ასე ცდილობს ძალაუფლების სენარჩუნებას. მმართველ გუნდში მარნეულში მომხდარზე პასუხისმგებლობას ოპოზიციას აკისრებენ და ამბობენ რომ პროვოკაციებს თავად ნაციონალური მოძრაობის წევრები აწყობენ.

ავტორები: ნათია ქოქოსაძე, დავით გვალია.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი