
საქართველოს მასობრივი უმუშევრობის ახალი ტალღა ემუქრება. ბანკების მიერ დადგენილი საშეღავათო პერიოდის ვადა ამოიწურა და ბიზნესი გაკორების დიდი საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მცირე მეწარმეები ერთმანეთის მიყოლებით ტოვებენ ბაზარს -რას პირდაპირ ნიშნავს ასობით ათასი სამუშაო ადგილების გაქრობას.
ბაგრატ მეზურნიშვილი ერთერთია იმ ათიათასობით მცირე მეწარმეს შორის, ვისი ბიზნესიც კორონაკრიზისმა გაანადგურა. სუნელების ეს მცირე წარმოება ზუსტად 9 თვეა გაჩერებულია. ტურისტები, რომლებიც მის პროდუქტს ყიდულობდნენ - აღარსად ჩანან, ადგილობრივ ბაზარზე მომუშავე უამრავი პატარა მაღაზია გაკოტრდა და მეწარმეებსაც მათგან მხოლოდ ვალები დარჩათ. ლარის მკვეთრი გაუფასურების შემდეგ კი სულ უფრო რეალური გახდა საფრთხე, რომ სესხში ჩადებული ქონება დაიკარგება.
"ქართული ოცნების" მმართველობის მე-9 წელს ქვეყანა უპრეცედენტო მაშტაბის ეკონომიკურ კრიზისში აღმოჩნდა. წვრილი მეწარმეები უბრალოდ გაკორტდნენ, წარმოება დახურეს და ასობით ათასი თანამშრომელი სახლში გაუშვეს. იგივეს გაკეთებას ახლა უკვე მსხვილი ბიზნესიც აპირებს, ვისაც რთული პერიოდის გადასატანად ფინანსური რესურსები წესით საკმარისი უნდა ჰქონდეს. თუმცა ლარის მკვეთრმა გაუფასურებამ - მათი მომავალიც კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა.
გაკოტრებების ახალი ტალღის მოლოდინშია ტურიზმის ინდუსტრიაც, რომელიც მე-9 თვეა გაჩერებულია. დანაკარგი 10 მლდ ლარს აღწევს, ყოველგვარი შემოსავლის გარეშეა დარჩენილი ამ სექტორიში დასაქმებული 800 000ზე მეტი მოქალაქე. ბანკების მიერ სასტუმროებისა და ტუროპერატორებისთვის მიცემული საშეღავათო პერიოდი სექტემბერში ამოიწურა. ვალების გადახდის დრო კი ვალუტის მკვეთრ გაიფასურებას დაემთხვა. ვითარებას ისიც ამძიმებს, რომ მომავლი წლის ზაფხულზე ადრე ტურიზმის აღდგენას არავინ ელოდება.
ლარის ყოველდღიური დევალვაცია, წინასააღჩევნო გაურკვევლობა, გლობალური კრიზისი და მომავალი წლის ზაფხულამდე გაჩერებული ტურიზმი - ამ მოცემულობაში ბიზნესს დიდი არჩევანი აღარ აქვს. ან სამუშაო ადგილებს და ხარჯებს უკიდურესად შეამცირებს, ან საერთოდ საქმიანობას შეწყვეტს და თავს გაკოტრებულად გამოაცხადებს.
მძიმე ეკონომიკური კრიზისი ერთი შედეგი გაზრდილი სიღარიბეა, მეორე გვერდითი ეფექტი კრიმინოგენური ვითარების კიდევ უფრო გამწვავებაა.
ავტორები: მიხეილ სესიაშვილი, უჩა ჯორბენაძე.