"ნატო "აზერბაიჯანის ავიახაზების" თვითმფრინავის ავიაკატასტროფის მიზეზების დასადგენად, სრული გამოძიების ჩატარების მოწოდებით გამოდის", - ამის შესახებ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივნის პრესმდივანმა, ფარა დაჰლალამ X-ზე დაწერა.
დაჰლალამ მწუხარება გამოთქვა და დაღუპულთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს მიუსამძიმრა, დაშავებულებს კი სწრაფი გამოჯანმრთელება უსურვა.