"ხელშეკრულების ვადა ამოეწურა და მისი მუშაობის აუცილებლობა არ იყო" | კალაძე სოფრომაძის გათავისუფლებაზე

გამოქვეყნდა:

კახა კალაძე უარყოფს, რომ გიგა სოფრომაძე სამსახურიდან პოლიტიკური ნიშნით გაათავისუფლეს და ამბობს, რომ სოფრომაძეს ხელშეკრულების ვადა ამოეწურა და მისი გაგრძელების საჭიროება დღის წესრიგში აღარ იდგა.

"ის, რომ პოლიტიკური ნიშნით ვიღაც გათავისუფლდა, არის ტყუილი და ჩვეულებრივი სპეკულაცია. ის არ იყო შტატში, როგორც თანამშრომელი, იყო ხელშეკრულებით და ამოეწურა ხელშეკრულების ვადა. ის უშუალოდ მუშაობდა შშმ პირების მიმართულებით პროგრამების დანერგვაზე. დღეს, ყველა ამ პროგრამას, რომელიც დანერგილია, ჰყავს შესაბამისი ხელმძღვანელი და მისი მუშაობის აუცილებლობა არ იყო. შესაბამისად, ხელშეკრულება დასრულებულია და გაგრძელების საჭიროება არ იდგა დღის წესრიგში. ეს არის მარტივად. დანარჩენი, ვისაც რა სპეკულაციები უნდა, მისი უფლებაა“, - განაცხადა კალაძემ.

შეგახსენებთ, თბილისის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის  შშმ პირთა პროგრამების კოორდინატორი გიგა სოფრომაძე, რომელიც "ოცნების" ანტიევროპულ პოლიტიკას აკრიტიკებდა, კალაძემ სამსახურიდან გაათავისუფლა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი