თბილისის მერიის ყოფილი თანამშრომელი გიგა სოფრომაძე, სამსახურიდან გათავისუფლებას მის მიერ დაფიქსირებულ პოზიციას უკავშირებს. სოფრომაძე აცხადებს, რომ სამსახურიდან გაშვების მუქარა მათ საჯარო მოხელეების ერთობლივი წერილის შემდეგ მიიღეს, სადაც ისინი არალეგიტიმური ხელისუფლების ანტიევროპულ ქმედებებს ემიჯნებოდნენ.
"ყველაფერს ვუკავშირებ, რა თქმა უნდა, აქტიურობას. არა მარტო მე, არამედ ბევრი საჯარო მოხელე ღიად ვაფიქსირებთ და ღიად გამოვდივართ აქციებზე... ჩვენი შიდა უწყებრივი საუბრები არ იქნა მიღებული და გაგებული, უგულებელყოფილი იქნა. შემდეგ უკვე ღია განცხადება გავაკეთეთ და ვთქვით, რომ ჩვენს ქვეყანას არ აქვს იმის რესურსი, რომ დავშორდეთ ევროპას და ვეწინააღმდეგებით ყველა იმ წინაპირობას, რაც ამის საფუძველს ქმნის და ვთქვით, რომ ვრჩებით ხალხის და კონსტიტუციის ერთგული, ამაზე პასუხად მივიღეთ რომ სამსახურიდან გაგვიშვებდნენ." - განაცხადა გიგა სოფრომაძემ.
გიგა სოფრომაძეს თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს აღმასრულებელი მდივნის პოსტი ეკავა.
იხილეთ ასევე