"ძალოვანი უწყებები, ფაქტობრივად ჩამოშლის ზღვარზე არიან... გდდ-ში სერიოზული ფინანსური პრობლემები აქვთ", - ამის შესახებ ბიზნესმენი გიორგი ჩიკვაიძე საუბრობს, რომელიც ადასტურებს, რომ გდდ-ის გადამდგარ ყოფილ მაღალჩინოსან შაიშმელაშვილს ქვეყნის დატოვებაში დაეხმარა.
"ემუქრებოდნენ შვილების უსაფრთხოებით. ეს გახდა ამ ადამიანისთვის ინდიკატორი, რომ დაეწყო კომუნიკაციები და მისი ოჯახის უსაფრთხოება უზრუნველეყო. შედგა ჩვენი კომუნიკაცია რადგან მე უკვე ამ რეჟიმის პირობებში, დაახლოებით ერთი წელია, იმავეს გავდივარ, რასაც ყველა დასჯილი ამ ხელისუფლებიდან. იმ გამოცდილებით, რომელიც მქონდა მიღებული, გამოვიყენეთ პლუს ჩემო კონტაქტები, იქნებოდა ეს ამერიკის საელჩოში თუ საქართველოს გარეთ. რა დონის კომუნიკაციაც ჩვენ შორის ყოფილა, მას არასოდეს უხსენებია, რომ ეშინოდა სანქციების. აქ იყო საუბარი ღირსებაზე და სამართალდამცავის მუნდირზე, რომელიც მან არ შელახა. განსაკუთრებით ძალოვანი უწყებები, ფაქტობრივად ჩამოშლის ზღვარზე არიან. გარდა ამისა, მათ აქვთ თუნდაც გდდ-ში სერიოზული ფინანსური პრობლემები. მათ ვალია აქვთ ამ დამრბევი ზონდერების სახელმწიფოს, რომელიც ჯერ არ აუნაზღაურებიათ. უახლოეს დღეებში ძალიან ბევრი რამ გახდება ცნობილი," - განუცხადა ჩიკვაიძემ "მთავარ არხს".
ინფორმაცია, რომ გდდ-ის ყოფილმა მაღალჩინოსანმა ქვეყანა დატოვა გუშინ, მისივე სოციალური ქსელიდან გახდა ცნობილი. შაიშმელაშვილი მადლობას უხდის საქართველოს პრეზიდენტს, აშშ-ის საელჩოსა და გიორგი ჩიკვაიძეს.
შეგახსენებთ, რომ ირაკლი შაიშმელაშვილმა თანამდებობა 3 დეკემბერს დატ