ივანიშვილის მეგობარმა ხიდაშელმა კარტოგრაფიული რუკები ჩამოიტანა, სააკაშვილის წინააღმდეგ საქმის შესათხზველად - გვარამია

გამოქვეყნდა:

ნიკა გვარამიას ინფორმაციით, ვინმე დავით ხიდაშელმა, საქართველო-აზერბაიჯანის კარტოგრაფიული რუკები, რომელიც რუსეთში ინახებოდა, საქართველოს ხელისუფლებას გადასცა იმ მიზნით, თითქოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ისინი გადამალული ჰქონდა, სინამდვილეში კი, ნიკა გვარამიას თქმით, ეს რუკები საქართველოს არასდროს ჰქონია. ნიკა გვარამიას ამბობს, რიმ პროკურატურა ახალი გამოძიების დაწყებას  მიხეილ სააკაშვილისა წინააღმდეგ ცოტა უფრო მოგვიანებით, არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე გეგმავდა, თუმცა იძულებული გახდა განცხადება ახლა გაევრცელებინა.

ნუკა გვარამიას ინფორმაციით, თავად ხიდაშელი, ივანიშვილის მეგობარია და ის სახელმწიფო რუსული კომპანია AFK სისტემის მეწილეა.

"ჩვენ ვიცით როგორ შეიფუთა ეს საქმე და საიდან მოდის. ეს არის 1920-იანი წლების, ე.წ. „ერთა ლიგის“ რუკა, მაშინდელი სადელიმიტაციო რუკა, რომელიც ინახებოდა რუსეთში, რომელიც თვენახევრის წინ ჩამოიტანა და ფული გადაიხადა ამაში და ჩამოუტანა ბიძინა ივანიშვილს მისმა მეგობარმა, რუსმა ოლიგარქმა, ეთნიკურად ქართველმა - დავით ხიდაშელმა, რომელიც AFK სისტემის, სახელმწიფო რუსული კომპანიის ერთ-ერთი მეწილეა და მას აქვს დაახლოებით 2 მილიარდი.
 

ეს არის თვენახევრის წინ აქ მოხვედრილი რუკა და მოხვდა არა იმისთვის, რომ საქართველოს ინტერესები დაეცვათ და დელიმიტაცია აზერბაიჯანთან იმ სადავო ტერიტორიის მომხდარიყო ისე, როგორც იმ რუკების მიხედვითაა. არა, ეს რუკები საქართველოდან დიდი ხნის გამქრალია. ჩვენ ვიკვლევთ, როდის გაქრა ეს - შევარდნაძის დროს წაიღო ერთმა კონკრეტულმა პიროვნებამ თუ არა და ამაზე გვაქვს ეჭვი, მაგრამ ჯერ არ ვიტყვით. თუ ეს რუკები თავის დროზე რუსეთმა გაიტანა საბჭოთა კავშირის დაშლის დროს. ნებისმიერ შემთხვევაში ეს რუკები არ არსებობდა აქ.

თვენახევრის წინ დავით ხიდაშელმა ჩამოიტანა ერთადერთი მიზეზით, რომ თქვან, რომ სადღაც მიფუჩეჩებული იყო და სააკაშვილს ეს ჰქონდა სადღაც შეკუჭული და სინამდვილეში „ყიდდა“ საქართველოს ტერიტორიას აზერბაიჯანზე. ეს რუკები საქართველოს არ ჰქონია არასდროს. ეს კეთდება ოპოზიციის და კერძოდ სააკაშვილის წინააღმდეგ. ეს არის ბოდვა. მე არ ვიძახი რუკების ნამდვილობა-არა ნამდვილობაზე. ეს რუკები არის საქმის შესათხზველად აქ ჩამოტანილი და არა საქართველოს ინტერესების დასაცავად. ეს კეთდება სააკაშვილის წინააღმდეგ, ჩვენ ამაზე ვთქვით რამდენიმე დღის წინ და პროკურატურა იძულებული აღმოჩნდა, ეს დაეჩქარებინა, თორემ გეგმავდა არჩევნებამდე 1 კვირით ან რამდენიმე დღით ადრე ამის გაკეთებას." - თქვა ნიკა გვარამიამ. 


ცნობისთვის, "მთავარი არხი" დაუკავშირდა დავით ხიდაშელს, თუმცა მან კომენტარის გაკეთება  არ ისურვა.

აქვე, დღეს პროკურატურამ განცხადება გაავრცელა, რომლის თანახმადაც, სახელმწიფო საზღვრების დელიმიტაციისა და დემარკაციის სამთავრობო კომისიამ შეთანხმება ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული ინტერესების საზიანოდ გააფორმა, თუმცა განცხადებაში არ არის დაკონკრეტებული რომელ პერიოდზეა საუბარი.
 
შეგახსენებთ, რომ ჯერ კიდევ გასულ კვირას, ნიკა გვარამია გადაცემაში "მთავარი აქცენტები" ამბობდა, რომ საგამოძიებო უწყება მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ ახალ ბრალს ამზადებდა. 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი