"მთავარი არხის" გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია, მარნეულში იმ საავადმყოფოში ჩავიდა, სადაც ჩვენი ჟურნალისტია გადაყვანილი, რომელსაც ცოტა ხნის წინ მარნეულში ფიზიკურად გაუსწორდნენ.
გვარამია ამბობს, რომ ფიზიკურ თავდასხმებზე პასუხები ყველას უნდა მოეთხოვოს.
"ჩვენ უკვე ვხედავთ რაზეა გადასულია ხელისუფლება, ჟურნალისტების ცემაზე, დიდი ხანია ვხედავთ რასაც ჩადიან, მაგრამ ეხლა უკვე თვალნათვლივ დავინახეთ ამათი მხრიდან . ჩვენი ჟურნალისტის ცემას, დამტვრეული კამერის, დამტვრეული მიკროფონის და მანქანის გამო ღერა-ღერა და წვეთ-წვეთად ამოგიღებთ შხამად ამ ყველაფერს. გპირდებით, რომ ხვალიდანვე ამ საქციელს, თითქოს ჩვენ თვითონ ვცემეთ ჩვენი ჯგუფი, ყველაფერს წვეთ-წვეთად ამოგიღებთ. ფიზიკურ თავდასხმებზე პასუხები უნდა მოვთხოვო ყველას, იქ იყო პოლიციაც, დააგვიანა სასწრაფომაც, ანუ ეს უკვე არის სამოქალაქო დაპირისპრება და მათ ცემას არავის ვაპატიებთ. ქართული ოცნების სპიკერს, რომელიც ხვალ გამოვა და იტყვის, რომ ჩვენ ვცემეთ ჩვენი ჟურნალისტი, აი მას ამოვგლეჯ ენას პირველივეს" - ამბობს გვარამია.
აღსანიშნავია, რომ ჯეიჰუნ მუჰამედალის გარდა, თავს დაესხნენ "მთავარი არხის" კიდევ 3 თანამშრომელს. დაზიანებულია "მთავარი არხის" კამერა და მიკროფონი.