მარეულის საავადყოფოში გადაყვანილი  "მთავარი არხის" ნაცემი ჟურბალისტისა და გადამღები ჯგუფის სანახავად ოპოზიციური პარტიები ჩავიდნენ. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელი ზაალ უდუმაშვილი მომხდარ ფაქტს "ქართული ოცნების" ვერდიქტს უწოდებს და ამბობს, რომ მსგავსი ქმედებები მმართველი პარტიის დასასრულზე მიუთითებს. 

"დღეს, ,ქართულმა ოცნებამ" საკუთარ თავს გამოუტანა განაჩენი. აღარ ვსაუბრობ იმაზე, რაც ხდება საოლქო კომისიებში, მაგრამ, ის თუ როგორ უსწორდებიან ჟურნალისტებს, როგორ უსწორდებიან ჩვენს მაჟორიტარებს, არის წარმოუდგენელი. ჟურნალისტებზე ფიზიკური ანგარიშსწორება გასწორება ნიშნავს იმას, რომ ეს ხელისუფლება არის დასრულებადი" - ამბობს ზაალ უდუმაშვილი. 

შეგახსენებთ, დღეს მარნეულში "მთავარი არხის" 4 თანამშრომელს თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ მათ. ჯეიჰუნ მუჰამედალი ყვება, რომ მას 10 ადამიანი ურტყავდა - ვინ იდენტიფიცირება ვერ შეძლო. 

 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი